1. ეიაიeiai
  2. ეიაი სტუდიაeiai Studio
  3. როგორ შევქმნათ საიტი

ეიაი სტუდიაeiai Studio · გზამკვლევი

როგორ შევქმნათ საიტი.შვიდი ნაბიჯი, კოდის წერის გარეშე.

საიტის შექმნა სულაც არ ნიშნავს შაბლონების რედაქტორის შესწავლას ან დეველოპერის ლოდინს. ეს გზამკვლევი გიჩვენებთ, როგორ შექმნათ საიტი AI ბილდერთან საუბრით: იდეიდან გამოქვეყნებამდე.

მაგალითი

საიტი ყვავილების მაღაზიისთვის ვერაზე.

ყვავილები ვერაზეყვავილების მაღაზია · ვერა

მჭირდება საიტი ჩვენი ყვავილების მაღაზიისთვის ვერაზე. თაიგულების გალერეა, ფასები, მიწოდების პირობები და ტელეფონი. ფერები ნაზი, ბევრი სითეთრით.

კარგი. დავიწყებ ოთხი გვერდით: მთავარი, თაიგულები, მიწოდება და კონტაქტი. პირველი ვერსია პრევიუში გამოჩნდება.

ყვავილების მაღაზია · ვერა

თაიგული დღესვე,თბილისის ნებისმიერ უბანში.

სეზონური ყვავილები, ხელით შეკრული თაიგულები და შეკვეთა ტელეფონით.

ნაბიჯ-ნაბიჯ

შვიდი ნაბიჯიიდეიდან ცოცხალ საიტამდე.

გაჰყევით ვერის ყვავილების მაღაზიას პირველი აღწერიდან გამოქვეყნებულ საიტამდე.

  1. განსაზღვრეთ მიზანი

    ერთი წინადადებით: რა უნდა გააკეთოს სტუმარმა საიტზე? დარეკოს, შეუკვეთოს, ჯავშანი გააკეთოს თუ უბრალოდ გაგიცნოთ?

  2. მოამზადეთ მასალა

    სახელი, მოკლე აღწერა, კონტაქტები, სამუშაო საათები და რამდენიმე საკუთარი ფოტო. სრულყოფილი ტექსტი საჭირო არ არის.

  3. აღწერეთ საიტი

    დაწერეთ ან ხმით უკარნახეთ: ვისთვის არის, რა გვერდები სჭირდება, რა განწყობა უნდა ჰქონდეს.

  4. ნახეთ პირველი ვერსია

    ბილდერი პროექტს ქმნის და ცოცხალ პრევიუს გაჩვენებთ. შეამოწმეთ, ეხმარება თუ არა გვერდები სტუმარს მთავარი სცენარის გავლაში.

  5. დახვეწეთ სათითაოდ

    ერთი ცვლილება ერთ მოთხოვნაში. ტექსტი პირდაპირ პრევიუში ჩაასწორეთ, დანარჩენი მოთხოვნები რიგში ჩააყენეთ.

  6. შეამოწმეთ

    გაიარეთ ყველა გვერდი, ბმული და კონტაქტი. გახსენით საიტი ტელეფონზე და სტუმრის მთავარი სცენარი თავად გაიარეთ.

  7. გამოაქვეყნეთ

    დააკავშირეთ თქვენი AWS ანგარიში და გამოაქვეყნეთ საიტი. ჰოსტინგის საფასურს AWS პირდაპირ თქვენგან იღებს.

აღწერა

კარგი აღწერანახევარი საქმეა.

AI-ს ყველაზე მეტად კონკრეტულობა ეხმარება. შეადარეთ ორი აღწერა:

  • ბუნდოვანი: „გამიკეთე ლამაზი საიტი ყვავილების მაღაზიისთვის“.
  • მკაფიო: „საიტი ყვავილების მაღაზიისთვის ვერაზე. მთავარი მიზანი — სტუმარმა დარეკოს და შეუკვეთოს. გვერდები: თაიგულები ფასებით, მიწოდება, კონტაქტი. ფერები ნაზი, ბევრი თეთრი სივრცით“.

მეორე შემთხვევაში ბილდერმა იცის, ვისთვის მუშაობს, რა არის მთავარი და როგორ უნდა გამოიყურებოდეს შედეგი. ტექნიკური ენა არ გჭირდებათ: აღწერეთ ისე, როგორც დიზაინერს აუხსნიდით. მეტი მაგალითი — გვერდზე „პრომპტი საიტისთვის“.

დახვეწა

ერთი ცვლილებაერთ ჯერზე.

პირველი ვერსია იშვიათად არის საბოლოო და ეს ნორმალურია. ყველაზე სწრაფად შედეგამდე მცირე, მკაფიო ნაბიჯები მიგიყვანთ: „თაიგულების ფოტოები გაადიდე“, „მიწოდების პირობები ცხრილად გადააკეთე“, „ტელეფონი ზედა ნაწილშიც დაამატე“.

ყოველი შესრულებული მოთხოვნა საკონტროლო წერტილია. თუ ცვლილება არ მოგეწონათ, წინა ვერსიას დაუბრუნდით და სხვაგვარად სცადეთ. უფრო დიდი ცვლილების წინ ბილდერს შეუძლია გეგმის რეჟიმში გეგმა შემოგთავაზოთ, რომ წინასწარ იცოდეთ, რა შეიცვლება.

მაგალითი

ყვავილების მაღაზია:პირველი სამი მოთხოვნა.

როგორ გამოიყურება დახვეწა ვერის ყვავილების მაღაზიის მაგალითზე:

  1. „თაიგულების ფოტოები გაადიდე.“ მცირე ცვლილებაა, ამიტომ ბილდერი მას ჩვეულებრივ გეგმის გარეშე ასრულებს; იქმნება საკონტროლო წერტილი.
  2. „მიწოდების პირობები ცხრილად გადააკეთე და უბნები ჩამოწერე.“ უბნებსა და მიწოდების ვადებს მფლობელი პირდაპირ პრევიუში ასწორებს.
  3. „დაამატე გვერდი სადღესასწაულო თაიგულებისთვის.“ ეს უფრო დიდი ცვლილებაა, ამიტომ ბილდერი ჯერ გეგმას სთავაზობს: ახალი გვერდი, ბმული მენიუში და გალერეა. გეგმის დამტკიცების შემდეგ კი მუშაობას იწყებს.

სამი მოთხოვნა, სამი საკონტროლო წერტილი: თუ რომელიმე ნაბიჯი არ მოგეწონათ, ზუსტად იმ ადგილას დაბრუნდებით.

საიტი თუ აპლიკაცია

ჯერ გადაწყვიტეთ,რა გჭირდებათ.

სტატიკური საიტი ტექსტით, ფოტოებით, ფასებითა და კონტაქტით Astro-ზე, Next.js-ზე ან უბრალო HTML-ზე იქმნება. მაგალითები — ლენდინგი და საპრეზენტაციო საიტი.

თუ საიტმა მონაცემები უნდა შეინახოს, მაგალითად, ჯავშნები ან კატალოგი, საჭიროა ვებაპლიკაცია მონაცემთა ბაზით ერთ ვირტუალურ სერვერზე. დაწვრილებით — აპლიკაციის შექმნა მონაცემთა ბაზით.

როგორ იწერება „ვებსაიტი“ და რით განსხვავდება საიტი ვებაპლიკაციისგან, მოკლედ ხშირად დასმულ კითხვებში ავხსენით.

ხშირი შეცდომები

ხუთი შეცდომა,რომელიც დროს გართმევთ.

  • ყველაფერი ერთ მოთხოვნაში. ათი ცვლილება ერთად ძნელი შესამოწმებელია. თითო მოთხოვნაში თითო ცვლილება ითხოვეთ.
  • მიზნის გარეშე დაწყება. თუ არ იცით, რა უნდა გააკეთოს სტუმარმა, ვერც AI გაიგებს, რა არის მთავარი.
  • ზოგადი ტექსტი. ზოგადი ფრაზები ყველა საიტზე ერთნაირად ჟღერს. ჩაწერეთ თქვენი ფასები, თქვენი უბანი, თქვენი ისტორია.
  • მხოლოდ კომპიუტერზე შემოწმება. სტუმრების დიდი ნაწილი ტელეფონიდან შემოდის. პრევიუ ტელეფონის ზომაზეც ნახეთ.
  • გამოქვეყნება გადახედვის გარეშე. ყველა სახელი, ფასი და ტელეფონის ნომერი ერთხელ კიდევ შეამოწმეთ.

გამოქვეყნება

ბოლო ნაბიჯი:საიტი ინტერნეტში.

გამოქვეყნება ნიშნავს, რომ საიტი ჰოსტინგზე განთავსდება და სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეიაი სტუდიაშიeiai Studio საიტი ქვეყნდება თქვენს ღრუბლოვან ანგარიშზე: გაშვებისთანავე ეს AWS-ია, სხვა პროვაიდერებიც იგეგმება. ნაბიჯები — „ჰოსტინგი და საიტის გამოქვეყნება“. რა შეიძლება იყოს უფასო და რაში იხდით, ახსნილია გვერდზე „საიტის შექმნა უფასოდ“.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად დეტალური უნდა იყოს პირველი აღწერა?

სამი-ოთხი წინადადება საკმარისია: ვისთვის არის საიტი, რა გვერდები სჭირდება და რა განწყობა უნდა ჰქონდეს. დეტალებს შემდეგ, ცალკე მოთხოვნებით დაამატებთ.

შემიძლია საიტი ხმით აღვწერო?

დიახ. მოთხოვნის დაწერაც შეიძლება და ხმით კარნახიც. ხმით კარნახი მოსახერხებელია, როცა იდეას ისე ყვებით, როგორც მეგობარს მოუყვებოდით.

რა თანმიმდევრობით ჩავასწორო პირველი ვერსია?

ჯერ სტუმრის მთავარი სცენარი გაიარეთ და ის გაასწორეთ, რაც მას აფერხებს. ტექსტისა და განლაგების მცირე ცვლილებები შემდეგ რიგში ჩააყენეთ, რომ თითოეულს ცალ-ცალკე გადახედოთ.

რა მოვამზადო დაწყებამდე?

ბიზნესის სახელი, მოკლე აღწერა, კონტაქტები, სამუშაო საათები და რამდენიმე საკუთარი ფოტო. თუ მოგწონთ რომელიმე საიტის სტილი, ისიც ჩაინიშნეთ: ბილდერს სიტყვებით აუხსნით, რა მოგწონთ მასში.

რა შევამოწმო გამოქვეყნებამდე?

ყველა ტექსტი, სახელი, ფასი და კონტაქტი; ყველა ბმული; საიტი ტელეფონზე; გვერდების სათაურები. თუ ვებაპლიკაციაა, ისიც, როგორ ინახება და ვის უჩანს მონაცემები.

ნაბიჯები იცით.ნახეთ, რა ხდება მათ მიღმა.

გვერდზე „როგორ მუშაობს AI ბილდერი“ ნახავთ, რას აკეთებს ბილდერი ყოველ ნაბიჯზე: დამაზუსტებელი კითხვიდან და გეგმიდან თვითშემოწმებამდე და საკონტროლო წერტილამდე.

როგორ მუშაობს ეიაი სტუდიაeiai Studio